5G ქსელი უკვე მთელ კვიპროსს ფარავს

5G ქსელი უკვე მთელ კვიპროსს ფარავს

კვიპროსის რესპუბლიკა ევროკავშირში პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც 5G საკომუნიკაციო ქსელით ტერიტორიის სრულ დაფარვას მიაღწია. ამის შესახებ კვიპროსის სატელეკომუნიკაციო სამმართველოს (Cyprus Telecommunication Authority-CYTA) განცხადებაში არის ნათქვამი, რასაც TASS ავრცელებს.

„5G ტექნოლოგია და მისი უპირატესობა ახლა უკვე მთელ კვიპროსში, თუნდაც მის ყველაზე შორეულ რაიონებშიც ხელმისაწვდომია,“ – განაცხადა CYTA-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, ანდრეას ნეოკლეუსმა მას შემდეგ, რაც ამ ფორმატის ქსელი ბოლო დაუფარავ დასახლებაში, ლიმასოლის, ნიქოზიასა და ლარნაკას პროვინციების საზღვარზე მდებარე სოფელ სიკოპეტრაშიც შეიყვანეს. თავის მხრივ, CYTA-ს პრეზიდენტ მიხალის იოანიდისმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ეს არის დონე, რომლისთვისაც ევროკავშირის არცერთ სხვა ქვეყანას ჯერ არ მიუღწევია.“

ამ სტანდარტის პირველმა საკომუნიკაციო ქსელმა, Cytamobile-Vodafone 5G-მა ქვეყნის დაფარვა გასული წლის 1-ლი თებერვლიდან დაიწყო, რომელიც 1 გბ/წმ-ის სიჩქარით ათასობით მოწყობილობასთან ერთდროულ დაკავშირებას უზრუნველყოფს.

 

2020 წლის 5 ნოემბერს კვიპროსის პრეზიდენტ ნიკოს ანასტასიადისმა მთავრობასა და პროვაიდერებს მოთხოვა, დაეწყოთ კამპანია უსაფუძვლო ჭორების წინააღმდეგ, თითქოს მეხუთე თაობის მობილური კავშირგაბმულობა კორონავირუსის გავრცელებას ხელს უწყობდა. პრეზიდენტის მოთხოვნით, მთავრობას მოსახლეობისთვის 5G ტექნოლოგიის სარგებელი უნდა განემარტა.

კვიპროსზე 5G ქსელის წინააღმდეგ პროტესტმა რამდენჯერმე ამ კავშირის ანტენებისა და სატელეფონო ანძების ხანძრის შემთხვევები გამოიწვია.

მსგავსი სიახლეები